Saturday, 17 December 2016

                                        მე-9დღის რეფლექსია
       
    დღევანდელი დღე იყო ყველაზე საინტერესო, მოვისმინეთ  ერთმანეთის  პრეზენტაციები, გავცვალეთ აზრები, გავაკეთეთ შეფასებები და მივეცით რეკომენდაციები ერთმანეთს. ბევრი კარგი  ინფორმაცია მივიღე რომელიც დამეხმარება შემდგომი პრეზენტაციისთვის. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ლალის გაწეული მუშაობისთვის და დიდი ძალისხმევისთვის.

Sunday, 11 December 2016

                                     მე-8 დღის რეფლექსია

საინტერესო და დატვირთული ტრეინიგი იყო, შევისწავლეთ  პორტფოლიოს შექმნა, მოწესრიგება  და გაზიარება ბლოგზე, შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე.  დავიწყეთ სასწავლო პროცედურების შევსება და მივიღეთ დავალება, რომ დავასრულოთ ბოლომდე.  მადლობა ქალბატონ ლალის  ასეთი საინტერესო ტრეინინგებისთვის.

Saturday, 10 December 2016

                                                         მე-7 დღის  რეფლექსია


დღევანდელი დღე ბევრად ნაყოფიერი და საინტერესო იყო, ვისწავლეთ პროექტის შეფასების რუბრიკა, მოსწავლის სავარაუდო ნაშომის შეფასების რუბრიკა. ტრეინინგი  იყო საინტერესო და დატვირთული.

Thursday, 8 December 2016

მე 6 დღის რეფლექსია

 დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო, გავეცანით საავტორო უფლებების პრეზენტაციას, გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს. საინტერესო ტრეინინგი იყო.დავიწყე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და მივიღე დავალება დავასრულო სახლში.

მოსწავლის ნაშრომი

Sunday, 4 December 2016

          დღევანდელი ტრეინინგი ცოტა რთული იყო,  მაგრამ ტრენერის დახმარებით გავიგეთ და შევისწავლეთ ინტელის ლოგოს გადმოტანა ბლოგზე, გაჯეტების დამატება ბლოგზე. ნამდვილად ყოველი დღე ნაყოფიერია, მადლობა ქალბატონ ლალის.

Saturday, 3 December 2016

 დღეს, ისევე როგორც სხვა ტრეინინგი, ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე. შევამოწმეთ პროექტის ნამუშევრები, მივიღეთ რეცომენდაციები ტრენერისგან. ასევე გავეცანით მასწავლებლების ნამუშევრებს. შევისწავლეთ ზოგადი კითხვა, თემატური კითხვა, შინაარსობრივი კითხვები. დღევანდელი დღე იყო ნაყოფიერი.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა:

  1. რამდენად მნიშვნელოვანიაქვეყნის ტრადიციების დაცვა, და მისი სწორად წარმოჩენა?
თემატური კითხვები:
  • რითი განსხვავდება ქართული და ინგლისური ტრადიციები და რა მსგავსებებია მათ შორის?
       შინაარსობრივი კითხვა:
  • როგორ დავაკავშიროთ სიტყვები და ფრაზები გრამატიკულ კონტექსტში?
  • როგორ გამოვიყენოთ კონკრეტული სიტყვები და ფრაზები  მოცემმულ ტექსტში, ტრადიციების დაცვა.

Friday, 2 December 2016

  • ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება.      
  • სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის დემონსტრირება.
  • ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების.
მოსწავლეები შეძლებენ
  • მოსწავლეები  შეძლებენ  სხვადასხვა წყაროებიდან მოაგროვონ ინფორმაცია ორი ქვეყნის ტრადიციების შესახებ საქართველოსა და ინგლის შორის.   
  • მოსწავლეები იმსჯელებენ , მოახდენენ შედარებას და გამოყოფენ მსგავსებებსა და განსხვავებებს ამ ორ ქვეყანას შორის.
  • მოსწავლეები იმსჯელებენ ამ ქვეყნების კულტურა ტრადიციების შესახებ.
  •  მოსწავლეები შექმნიან პრეზენტაციას.











  • გრამატიკული, ლექსიკური ცოდნა.
  • მოსწავლეებს განუვითარდებათ სამეტყველო უნარები, (მოსმენა,კითხვა, წერა,საუბარი) ორ უცხო ენაზე.
  • მოსწავლეს განუვითარდება მართლწერისა და მართლმეტყველების საბაზისო ნორმების ცოდნა.
  • მოსწავლეს განუვითარდება უცხოენოვანი ქვეყნის კულტურის განცდა.